საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ციფრული კომპეტენციების ამაღლებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის (AI) თემაზე ტრენინგი ჩატარდა. სასწავლო კურსის მიმდინარეობას GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გაეცნო და თანამშრომლებთან ერთად, სამომავლო პროექტებში, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების შესაძლებლობები განიხილა.
სასწავლო კურსი სახელწოდებით - „ხელოვნური ინტელექტის (AI) და საქმის ორგანიზების ინსტრუმენტების სწავლების პროგრამა“, უწყებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მათი პროფესიული გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
სასწავლო პროგრამა შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავდა : ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპები და განვითარების ტენდენციები; ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში; მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და ავტომატიზაციის თანამედროვე მეთოდები; ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მართვის სამართლებრივი, ეთიკური და უსაფრთხოების ასპექტები.
სასწავლო კურსის ფარგლებში, თანამშრომლებმა თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.
GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრი, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.