საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის წარმომადგენლებმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, უწყების წარმომადგენლებმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. დისკუსიის მთავარი თემები კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები, და უწყების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონლაინ და ფიზიკურ სივრცეებში უსაფრთხო ვაჭრობის წესებს, რაც სტუდენტებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვაში დაეხმარება. შეხვედრის დასასრულს GCCA-ის თანამშრომლებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.


სააგენტო თბილისსა და რეგიონებში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

04.06.2026
უკან დაბრუნება