საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ს, ComCom-ს, სახალხო დამცველსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს სახალხო დამცველსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა მოაწერეს.


მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობა, რაც მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერებას, მათ სტრატეგიულ განვითარებასა და ახალგაზრდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფას, ასევე სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.


მემორანდუმის თანახმად, 12 საპილოტე მუნიციპალიტეტში (ფოთი, ადიგენი, ზესტაფონი, ქუთაისი, ხელვაჩაური, დუშეთი, ახმეტა, ხაშური, ზუგდიდი, ლანჩხუთი, ოზურგეთი და რუსთავი) საჯარო უწყებები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაატარებენ საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრებსა და სემინარებს.


ახალგაზრდებს, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ მრავალფეროვან ღონისძიებებში და ისარგებლონ შესაბამისი სახელმწიფო სერვისებით.

05.06.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, 'საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო' იყენებს 'მზა-ჩანაწერებს'

მზა ჩანაწერების პოლიტიკა