საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის წარმომადგენლებმა “ქალები მომავლისთვის“ და “იქომერს ასოციაცია საქართველოს” წევრ ორგანიზაციებთან მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე შეხვედრები გამართეს

GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, GCCA-ის წარმომადგენლებმა „ქალები მომავლისთვის“ და “იქომერს ასოციაცია საქართველოს” წევრ ორგანიზაციებთან მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე შეხვედრები გამართეს.


კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა შეხვედრების მონაწილეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა კანონიერი უფლებები და ის ძირითადი ვალდებულებები, რომლებიც ბიზნესს მათ წინაშე აქვს. სააგენტოს წარმომადგენლებმა ორგანიზაციების წევრებთან ერთად პრაქტიკული მაგალითები და GCCA-ის მიერ დადგენილი სტანდარტები მიმოიხილეს, მათ შორის, ელექტრონული კომერციის მიმართულებით.


შეხვედრების მიზანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კანონით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვა იყო.

12.06.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა