საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მა შპს „ისურვე“, სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, 115 396 ლარით დააჯარიმა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ისურვე“, სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, 115 396  ლარით დააჯარიმა.


GCCA-მა შპს „ისურვეს“ 78 მომხმარებლის განცხადების შესწავლის საფუძველზე უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა. მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ერთი თვის ვადაში უნდა აღედგინა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები, მათ შორის, საქონლის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შეესაბამებინა, რაც კომპანიის მხრიდან არ შესრულებულა.


კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. ჯარიმის დაკისრებისას, სააგენტომ გაითვალისწინა კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, კერძოდ - დარღვევის მასშტაბი, განზრახულობა, სიმძიმე,  ხანგრძლივობა და მისი სისტემური ხასიათი.


ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

16.06.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა