საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ს/ს ,,ბაშკირ სოდა კომპანიის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს ,,სანტრეიდის“ მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს, კერძოდ მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის სავარაუდო უკანონო გამოყენების შედეგად არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებას. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების საფუძველზე სააგენტომ დაადგინა, რომ მოპასუხე ლეგიტიმურ, სამართლებრივ საფუძველზე (ლიცენზია) იყენებს/იყენებდა შესაბამის დიზაინს, რის გამოც ადგილი ვერ ექნება/ექნებოდა კონკურენტის იერსახის მითვისებას. ასევე, არც საქმეში არსებული სხვა გარემოებები და მასალებიც არ მიუთითებდნენ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ გონივრულ ეჭვზე, რის გამოც სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.