საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.


საქმე შპს „არქიმედეს კლინიკის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას შეეხებოდა.


სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ მიუთითებდა, რომ 2025 წლის ბოლოს შპს „არქიმედეს კლინიკამ“ ცალმხრივად მოითხოვა სახელშეკრულებო პირობების შეცვლა და განახლებული ხელშეკრულების პროექტი წარადგინა. პროექტი, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების გარდა, ითვალისწინებდა ე.წ. „პროვაიდერული მომსახურების“ ღირებულების გადახდას. მომჩივნის პოზიციით, აღნიშნული საფასური არც საგნობრივად და არც კომერციულად არ იყო დაკავშირებული ხელშეკრულების ძირითად საგანთან. ამასთან, იგი სადავოდ ხდიდა მოპასუხის მიერ აღნიშნულ პირობაზე უარის თქმის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას.


GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ წარმოდგენილი გარემოებები არ ქმნიდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრულ ეჭვს. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მომჩივანმა ვერ წარმოადგინა გონივრული ეჭვის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად საკმარისი მტკიცებულებები, რაც სააგენტოსთვის შპს „არქიმედეს კლინიკის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის დასადგენად საკმარისი იქნებოდა.

14.07.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა