საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეგამშენის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო

თემა ეხებოდა - ხაშურის, გურჯაანის, სენაკის, ლაგოდეხის, თერჯოლის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების წინააღმდეგ საკითხის განხილვას კონკურენციის შესახებ მე-10 მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის შესაძლო შეზღუდვას.


საჩივრის მიხედვით შპს ,,მეგამშენს’’, რომელიც წარმოადგენს A კლასის ინსპექტირების ორგანოს მიაჩნდა,  2026 წელს აღნიშნული მუნიციპალიტეტების სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის ობიექტი მოიცავდა არა მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებას, არამედ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საზედამხედველო მომსახურებასაც და პრეტენდენტებს, სამშენებლო ზედამხედველობისთვის აუცილებელ აკრედიტაციასთან ერთად, დამატებით მოეთხოვებოდათ აკრედიტაცია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ინსპექტირების სხვადასხვა სფეროში.


GCCA -ის შეფასებით და გადაწყვეტილებით -  სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მოთხოვნები/სატენდერო პირობები უნდა გამომდინარეობდეს ლეგიტიმური მიზნიდან, ადეკვატურად უნდა ასახავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებას და ამავდროულად უზრუნველყოფდეს პროპორციულ და არადისკრიმინაციულ მიდგომას იმ პოტენციური მიმწოდებლების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების დაკმაყოფილება.


შედეგად, სააგენტოს შეფასებით, მოცემული საქმის ფარგლებში არ იკვეთებოდა მოპასუხე მუნიციპალიტეტების ორგანოების მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დაწესებული სატენდერო პირობების შედეგად, მომჩივანი ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური საქმიანობის ან/და დამოუკიდებლობის აკრძალვის, შეჩერების ან სხვაგვარი შეფერხების გონივრული ეჭვი. კერძოდ, პირველ რიგში სადავო ჩანაწერი ვერ ჩაითვლებოდა არადისკრიმინაციულად მხოლოდ იმის გამო, რომ აღნიშნულით ტენდერში მონაწილეობის უფლება ეზღუდებოდა ამ შემთხვევაში მომჩივან ეკონომიკურ აგენტს, ვინაიდან იგი ვერ ფარავდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვილ ყველა სფეროს, ხოლო მეორე მხრივ, სააგენტოს შეფასებით, მომჩივან ეკონომიკურ აგენტს არ ეზღუდებოდა ზემოხსენებული სადავო სატენდერო პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა, იმის გათვალისწინებით, რომ მას შეეძლო აეყვანა ქვეკონტრაქტორი და მასთან ერთად დაეფარა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ყველა მიმართულებით აკრედიტაცია.


გამომდინარე შესაბამისი შეფასებიდან  არ არსებობს „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი და მოკვლევის დაწყება არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული.

27.07.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა