საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსმა ელენე ცხომელიძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მიერ ორგანიზებულ სემინარში - „კონკურენციის პოლიტიკა, ვაჭრობა და განვითარება“ მიიღო მონაწილეობა.
ჟენევაში გამართული საერთაშორისო სემინარის ფარგლებში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების კონკურენციის უწყებებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კონკურენციის პოლიტიკის, საერთაშორისო ვაჭრობისა და განვითარების მიმართულებით არსებული თანამედროვე მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.
პროგრამა მოიცავდა ეკონომიკური განვითარების პროცესში კონკურენციისა და სავაჭრო პოლიტიკის როლის, მათ შორის ურთიერთკავშირის, ინტეგრირებული პოლიტიკის საერთაშორისო პრაქტიკისა და კონკურენტული ნეიტრალიტეტის პრინციპების განხილვას. ასევე, გაიმართა ჯგუფური პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული დისკუსიის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
სემინარს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) სამდივნოს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.