www.ekalata.gov.ge - ივლისის თვის ფასების დინამიკა
ივლისის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.
კალათის ყველაზე დაბალი ფასი 23 ივლისს დაფიქსირდა და 35.96 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის მინიმალური ღირებულება 37.41 ლარი იყო.
საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება საწყის მაჩვენებელთან შედარებით 12.9%-ით არის შემცირებული. ამასთან, 23 ივლისს დაფიქსირებულმა ყველაზე დაბალმა მაჩვენებელმა საწყის ღირებულებასთან შედარებით 15%-იანი კლება შეადგინა.
www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს საშუალებას, შეადარონ ფასები ლიდერ სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
ივლისის თვის ფასების დინამიკა იხილეთ გრაფიკზე