საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, 2026 წლის 15-18 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) ორგანიზებულ სემინარში- „კონკურენციის აღსრულებისა და ადვოკატირების ძირითადი კონცეფციები“- მიიღეს მონაწილეობა.
სემინარში სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლანა გელაშვილი და სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი გიორგი მოდებაძე მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ანდალუზიის კონკურენციის სააგენტოსა და მალაგას უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა და მისი მიზანი კონკურენციის პოლიტიკისა და აღსრულების სფეროში პროფესიული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
სემინარის ფარგლებში, განიხილეს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, შერწყმების კონტროლი და კონკურენციის ადვოკატირების მიმართულებები.
საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაში მონაწილეობამ სააგენტოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ OECD-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების კონკურენციის უწყებების გამოცდილებას, გაეზიარებინათ საკუთარი პროფესიული პრაქტიკა და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ემსჯელათ კონკურენციის ეფექტიანი აღსრულების თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სემინარი ორგანიზებულია ანდალუზიის კონკურენციის სააგენტოსთან და მალაგას უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.