საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის წარმომადგენელმა ჟენევაში WTO-ს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსმა, ელენე ცხომელიძემ, 28-29 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის ანტიდემპინგური შესწავლის ორგანოების წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი და შესაბამისი მიმართულებით, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას ემსახურებოდა.


სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ანტიდემპინგური მოკვლევის პროცესის ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების უზრუნველყოფის საკითხები.


სამუშაო შეხვედრის სხვა თემებს შორის იყო ანტიდემპინგური ღონისძიებების გავლენის შეფასება არა მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებლებზე, არამედ იმპორტიორებზე, მომხმარებლებსა და ეკონომიკის სხვა სექტორებზე. ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობისა და ხარისხის უზრუნველყოფაზე, ასევე მოკვლევის ვადების დაცვასა და სამუშაო პროცესების ეფექტიანად წარმართვაზე.


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო ანტიდემპინგური შესწავლის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე პროფესიულ დიალოგის გამართვასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, ასევე შესაბამის საკითხებზე  თანამშრომლობის გაღრმავებას.


 

29.10.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა