საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის მომსახურების ბაზარზე, კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციები გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის მომსახურების ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 5 რეკომენდაცია გასცა.


რეკომენდაციები მოკვლევის ფარგლებში გაიცა, რომელიც GCCA-მ „მგვ საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო. სააგენტომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევა შეისწავლა და დარღვევის ფაქტი არ დაადასტურა.


საჩივარი შეეხებოდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მომჩივნის განცხადებით, „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“ მის წევრ კომპანიებს ორგანიზაციიდან გასვლაში ხელს უშლიდა, რაც მათ ალტერნატიულ მგვ ორგანიზაციის შექმნას ან გაწევრიანებას ურთულებდა.


მიუხედავად იმისა, რომ მოკვლევის შედეგად კანონდარღვევა არ დადასტურდა, სააგენტომ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 5 - განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა.


სააგენტომ მოპასუხე ასოციაციასა და მწარმოებლებს მიმართა რეკომენდაციებით, რომლებიც   წევრობიდან გასვლის წესებისა და ვადების მკაფიოდ განსაზღვრას, ასევე მწარმოებლების წინასწარი თანხმობის საფუძველზე, იმპორტირებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.


რეკომენდაციები შეეხო საინფორმაციო სისტემებისა და რეესტრების კოორდინაციის გაუმჯობესებას, ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, სასაქონლო კოდების ჩამონათვალის სრულყოფასა და მგვ ორგანიზაციების საპროგნოზო მონაცემების კორექტირების საკითხებს შეეხება.


ამასთან, სააგენტო რეკომენდაციას გასცემს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების სასაქონლო კოდების ჩამონათვალის სრულყოფისა და მგვ ორგანიზაციების სამოქმედო გეგმებში ასახული საპროგნოზო მონაცემების კორექტირების შესაძლებლობის განხილვის შესახებ.


სააგენტოს რეკომენდაციების მიზანია, მგვ მომსახურების ბაზარზე არსებული პროცედურების გაუმჯობესება, მწარმოებლებისთვის ორგანიზაციებს შორის არჩევანის შესაძლებლობის ხელშეწყობა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღება. რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდულ მონოტორინგს სააგენტო უზრუნველყოფს.

06.11.2026
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა