საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და მონაწილეებს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მნიშვნელოვანი ქეისები, რომელმაც ბაზარზე ქცევის წესები შეცვალა და 2023 წელს მიღებული შედეგები წარუდგინა.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ - ტელე, რადიო და ონლაინ მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ასევე, დარგის ექსპერტები და სააგენტოს თანამშრომლები.
შეხვედრაზე მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა Twinning პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ. ლიეტუვის და ავსტრიის მაგალითებზე დაყრდნობით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის, არსებული გამოწვევების და მიმდინარე ტენდენციების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, გოდა ალექსაიტემ და ავსტრიის ფედერალური კონკურენციის უწყების იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილემ, შტეფან რუემ.