საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით გურჯაანში შეხვედრა გაიმართა

12 მარტს, ქ. გურჯაანში, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მომხმარებლებს შეხვდნენ.


ღონისძიება გახსნა დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილი.  


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელმა მონაწილეებთან ერთად დეტალურად მიმოიხილა - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები. მათ შორის, თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.


კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილი შეხვედრები გრძელდება, რომელიც 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში გაიმართება. II საერთაშორისო კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

12.03.2024
უკან დაბრუნება