საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოსამართლეებისთვის მრგვალი მაგიდა გამართა

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით,  სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. სემინარზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების (კარტელების) გამოვლენისა და აღკვეთის პრაქტიკა  - ადგილობრივი და ევროპული ტენდენციები.


მრგვალი მაგიდა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა - ირაკლი  ლექვინაძემ, საქართველოს  კონკურენციისა  და  მომხმარებლის  დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ; დიმიტრი გვრიტიშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ და იუსტინა   პაულაუსკაიტემ, TWINNING-ის   პროექტის   მუდმივმა   რეზიდენტმა მრჩეველმა.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ადგილობირივმა და საერთაშორისო ექსპერტმა. მათ შორის, უზენაესი, სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებმა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ჰანს ლუდვიგ მეიერმა, ავსტრიის კარტელების ფედერალურმა პროკურორმა და ელონას შატასმა, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს უფროსმა მრჩეველმა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ქართველ კოლეგებთან ერთად იმსჯელეს მტკიცების სტანდარტზე  და შესყიდვის ან გაყიდვის ფასის დადგენაზე (ფასის ფიქსირება). ასევე, მოხსენებით გამოვიდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე, რომელმაც კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებთან დაკავშირებით, სააგენტოს უახლესი პრაქტიკა და მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ დეტალურად ისაუბრა. 


 

01.05.2024
უკან დაბრუნება