საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ორგანიზებით, თანამშრომლებისთვის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გაზრდილი მანდატის და ახალი ფუნქციების დამატების შემდეგ, უწყების საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების ფარგლებში, ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის განხილვა.
შემუშავებული დოკუმენტი მოიცავს GCCA-ის მიერ, 2025-2027 წლებში, სტრატეგიულ მიმართულებებს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან თავსებადობის და გამოწვევების შეფასებას, GCCA-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გაძლიერებას, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
შეხვედრა გახსნა GCCA-ის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ. ირაკლი ლექვინაძემ GCCA-ის თანამშრომლებთან ერთად, ბოლო პერიოდში განხორციელებული შედეგები, რეფორმები, არსებული გამოწვევები და სამომავლოდ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ლევან კალანდაძემ Team Building-ის, როგორც არაფორმალურ გარემოში ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხოლო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტის დეტალური განხილვა გაიმართა. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ - GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი თურმანიძე.
ინფორმაციისთვის: 2022-2024 წლებში, სააგენტოში მრავალი ცვლილება განხორციელდა, 2022 წელს ძალაში შევიდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნულის აღსრულების მიზნით სააგენტოში შეიქმნა უფლებამოსილი დეპარტამენტი, განხორციელდა ცვლილებები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში, დამტკიცდა სააგენტოს ახალი დებულება, რის საფუძველზეც დაიხვეწა და განახლდა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული სასწავლო კვლევითი ცენტრი. 2023 წელს მიღებული იქნა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის აღმასრულებელ უწყებად სააგენტო განისაზღვრა.