კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, სააგენტოს თანამშრომლებისთვის მოლაპარაკების უნარებში ტრენინგი მიმდინარეობს.
სასწავლო კურსის მიზანია - GCCA-ის თანამშრომელთა კვალიფიკაციის გაძლიერება, დაინტერესებულ მხარეებთან სწორი და ეფექტიანი კომუნიკაციის პროცესის მართვა, წარმატებული მოლაპარაკების ტექნიკების შესწავლა, საჭირო თეორიული ცოდნის მიღება და მისი პრაქტიკაში დანერგვა. კერძოდ, ორდღიანი სასწავლო კურსის ფორმატში მონაწილეები ეცნობიან: მოლაპარაკების ორგანიზების ეტაპებს, სტრუქტურას და მსვლელობის პროცედურებს, შედეგზე ორიენტირებული დიალოგის ტექნიკურ ხერხებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე არსებულ პრაქტიკას, მოლაპარაკებებში მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების მართვის მეთოდებს, პრობლემის განსაზღვრის და გადაწყვეტის საშუალებებს და ა.შ.
GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ოქტომბრის თვეში, სააგენტოს თანამშრომლებისთვის ასევე დაგეგმილია საჯარო გამოსვლების უნარებში ტრენინგ-კურსი.