საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებში მხარეები სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობენ.
„SEU-ს დასაქმების ფორუმი 2024“, რომელიც 16 აპრილს გაიმართა მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, მარიამ შაიშმელაშვილმა და სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა, ნინო გუგუციძემ. სააგენტოს წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს სააგენტოს საქმიანობის, დასაქმებისა და სტაჟირების გავლის შესახებ ინფორმაცია.
დასაქმების ფორუმში 60-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო წამყავნი კომპანია მონაწილეობა. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობა, საქართველოში მოქმედი წამყვანი ორგანიზაციების, კომპანიების წარმომადგენლებთან აქტიური დიალოგის ფორმირება, სტუდენტებისათვის საჭირო, დროული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება.