საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის სააგენტომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ავეჯით ვაჭრობის სექტორში წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად ცნო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ავეჯით ვაჭრობის სექტორში არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შპს “ბელლა ვეტრინეს“ საჩივარი დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - შპს „ვერონას“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის განხორციელების შესაძლო ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის გარეგნული იერსახის მითვისებასა და რეპუტაციის შელახვას.


სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში  კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. ასევე,  მომჩივანმა - სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა.  შესაბამისად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.


2023 წელს, უწყებამ დაუშვებლად ცნო 7 საჩივარი. დაასრულა 6  მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 4 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მოკვლევები ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების. კვებითი მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო 4 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს - ფარმაციის, კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით.

11.12.2023
უკან დაბრუნება