საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება

2017 წელს საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და პრაქტიკული რეალიზაციის 25 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტო, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სექტორში მოღვაწე მეცნიერ და პრაქტიკოს სპეციალისტებთან ერთად, ფართომაშტაბიანი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურის ბრძანებით, შიდაუწყებრივი დროებითი კომისია შეიქმნა, რომელიც საიუბილეო ღონისძიებების კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და მათ განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. ღონისძიებები 2017 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდება.

11.01.2017
უკან დაბრუნება