საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა


საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

მხარეებმა, კონკურენციის სფეროში, საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის განვითარების აქტუალური საკითხები ორმხრივ დონეზე განიხილეს და კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და უკრაინის ანტიმონოპოლიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის გაუმჯობესების მიმართულებებს, არსებულ გამოწვევებსა და გამოცდილების გაზიარების ეფექტიან მექანიზმებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს და შეთანხმდნენ, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც შედგება.

ირაკლი ლექვინაძემ იგორ დოლგოვს, 2020 წლის 18 თებერვალს, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ - თემაზე „თანამშრომლობის შესაძლებლობები საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ოფიციალურად მოიწვია.
28.02.2020
უკან დაბრუნება