საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის დადასტურება
დარღვევის უარყოფა
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

ი/მ ნინო ოქრუაშვილის საქმე

2023-09-13

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის გარემოებებისა, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, ი/მ ნინო ოქრუაშვილის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, მოვაჭრის მიერ - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა 1 (ერთი) თვის განმავლობაში - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „გრილ ფუდ“-ის საქმე

2023-09-13

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის გარემოებებისა, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, შპს „გრილ ფუდ“-ის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „გრილ ფუდ“-ის კუთვნილ ობიექტში, საცნობარო (კვების) მენიუ შედეგენილი და განლაგებულია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე, შესაბამისად, კვების ობიექტში შესულ მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიიღონ ინფომრაცია.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა 1 (ერთი) თვის განმავლობაში - სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ქიზილ 2023“-ის საქმე

2023-09-13

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის გარემოებებისა, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, შპს „ქიზილ 2023“-ის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის კუთვნილ ობიექტში, საცნობარო (კვების) მენიუ შედეგენილი და განლაგებულია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტში შესულ მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა 1 (ერთი) თვის განმავლობაში - სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ ელშან მახმედოვის საქმე

2023-08-10

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის გარემოებებისა, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, ი/მ ელშან მახმედოვის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მიერ - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა 1 (ერთი) თვის განმავლობაში- მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ონლაინ მაღაზია „continuum“-ის საქმე

2023-08-01

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კონკურენციის სააგენტომ შპს „კონტინიუმი“-ს (სოციალურ ქსელ ფეისბუქზე არსებული ონლაინ მაღაზია „continuum“, ვებ-გვერი - www.continuum.ge) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

 
დოკუმენტის ნახვა

ფეისბუქ მაღაზია „Best Shop ბესთ შოპი“-ის საქმე

2023-07-14

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით,  მოვაჭრის მხრიდან  უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.  

აღნიშნულ საქმეში, მოვაჭრის  ფეისბუქ მაღაზიის „Best Shop ბესთ შოპი“ მხრიდან საქონლის სპეციალურ ფასად შეთავაზება ხდება მოჩვენებითად დროის მცირე მონაკვეთში, ყალბი ათვლის ქრონომეტრების (დროის უკუმთვლელი) საშუალებით. კერძოდ, ნივთის სააქციო ფასად შესაძენად განსაზღვრულია 24 საათიანი ვადა, თუმცა, შეთავაზება კვლავ გრძელდება მომდევნო დღეს და ქრონომეტრი თავიდან იწყებს უკუთვლას.

სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის მხრიდან ცრუ განაცხადის გაკეთება, რომ საქონელი ხელმისაწვდომი იქნება ან/და განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში, იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს და არ მიეცეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, წარმოადგენს მოქმედებით გამოხატულ შეცდომაში შემყვან საქმიანობას. სამართლებრივად, აღნიშნული ქმედება მოიაზრება როგორც „ცრუ გადაუდებლობა“ – Fake Urgency, როცა მომხმარებელი დროის ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად ნაკლები დრო აქვს.

შესაბამისად, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, კონკურენციის სააგენტომ დროში შეზღუდული შეთავაზების  სტანდარტი დაადგინა. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანია მანიპულაციური მარკეტინგული ხრიკის-შეცდომაში შემყვანი სპეციალური კომერციული შეთავაზების დროის ყალბი უკუმთვლელის, როგორც უსამართლო კომერციული საქმიანობის პრევენცია.

ასევე, სააგენტოს პოზიციით - მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკა მომხმარებლის ინფორმირებულობის ნაწილშიც არ არის კანონის ნორმებთან შესაბამისობაში. კერძოდ: 1. ინფორმაცია არ არის მიწოდებული საქართველოს სახელმწიფო ენაზე; 2. არ მოიცავს საქონლის ან მომსახურების დასახელებას და შესაბამისი არსებით მახასიათებლებს 3. არ არის ინფორმაცია კანონისმიერი გარანტიის (კომერციული - არსებობის შემთხვევაში), ნივთის შეცვლა/შეკეთება, ფასის შემცირებისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.

 

დოკუმენტის ნახვა

"ჯეიჰუნ ალაზოვის" საქმე

2023-07-12

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე მარინა რობიტაშვილის განცხადების საფუძველზე, ი/მ ჯეიჰუნ ალაზოვის მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

"Favorite Shop"_ ის საქმე

2023-07-11

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის სააგენტომ ი/მ ,,ფავორიტე შოპს (სოციალურ ქსელ ფეისბუქზე არსებული ონლაინ მაღაზია ,,FAVORITE SHOP”) დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა დაშესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ონლაინ მაღაზია “MAX SALE” _ ის საქმე

2023-07-05

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის სააგენტომ გიორგი კიკნაძეს (სოციალურ ქსელ ფეისბუქზე არსებული ონლაინ მაღაზია “MAX SALE”) დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა დაშესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

„ლებელის“ საქმე

2023-06-28

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ქრისტინე ოქროპირიძის განცხადების საფუძველზე, შპს „ლებელის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა