შპს ,,ალისა ყურბანოვის“ საქმე
2026-11-03
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,ალისა ყურბანოვის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება.
შპს ,,პროვიჟენ გრუპის“ საქმე
2026-11-03
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,პროვიჟენ გრუპის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
გიორგი ჯლანტიაშვილის საქმე
2026-11-03
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გიორგი ჯლანტიაშვილის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „შატო უფლისციხის“ საქმე
2026-11-03
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „შატო უფლისციხის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის, მომსახურების გადასახადი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და შეუსაბამოს სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს.
ელმირა ამითოვას საქმე
2026-11-03
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელმირა ამითოვას (პ/ნ 20001056212) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობის, უნაკლო საქონლის მიწოდების ვალდებულბის დარღვევის და უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ა(ა)იპ „მწვანე სახლი ერთმანეთისთვის“ საქმე
2026-11-02
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ა(ა)იპ „მწვანე სახლი ერთმანეთისთვის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
მაია მანჩხაშვილის საქმე
2026-10-29
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მაია მანჩხაშვილის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, 1 თვის ვადაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
სულთან ასკაროვის საქმე
2026-10-29
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სულთან ასკაროვის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის ფაქტი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, 1 თვის ვადაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
გაბრიელ წიკლაურის საქმე
2026-10-29
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გაბრიელ წიკლაურის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლის ინფორმირებულობისა და საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ამინა თსარიტოვას საქმე
2026-10-29
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ ამინა თსარიტოვას (პ/ნ 01391104672) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და მომსახურების ჯეროვნად გაწევის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.