ი/მ აგილ მამედოვის
2025-07-09
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ აგილ მამედოვის (პ/ნ 10001059340) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს.
შპს „თინეთის“ საქმე
2025-07-09
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თინეთის“ (ს/ნ 402116474) (www.tkt.ge ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება - ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას. კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ მომხმარებელს მხოლოდ ბილეთის საფასური დაუბრუნდა, პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით.
სააგენტოს პოზიციით, ორივე ქმედება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ცალ-ცალკე განხილვა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევაა. მომხმარებლის მიერ პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გადაუხდელობის შემთხვევაში, ორგანიზატორის მიერ შემოთავაზებული საშუალებით ბილეთს ვერ შეიძენს და ღონისძიებას ვერ დაესწრება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „ელ.ბილეთების“ საქმე
2025-07-09
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ელ.ბილეთების“ (ს/ნ: 205268869) მიერ (www.biletebi.ge) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება - ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას. კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ მომხმარებელს მხოლოდ ბილეთის საფასური დაუბრუნდა, პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით.
სააგენტოს პოზიციით, ორივე ქმედება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ცალ-ცალკე განხილვა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევაა. მომხმარებლის მიერ პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გადაუხდელობის შემთხვევაში, ორგანიზატორის მიერ შემოთავაზებული საშუალებით ბილეთს ვერ შეიძენს და ღონისძიებას ვერ დაესწრება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
Wishlist-ის საქმე
2025-07-08
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ონლაინ მოლის“ (ს/ნ: 404543561) (Wishlist) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს
ამბაკო წიტაიშვილის საქმე
2025-07-07
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ამბაკო წიტაიშვილის (პ/ნ 01024027827) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს
გაიანა მამედოვას საქმე
2025-07-07
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გაიანა მამედოვას (პ/ნ 20501072100) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს
ფ/პ სურაჯ ნაბიევის საქმე
2025-07-03
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ სურაჯ ნაბიევის (პ/ნ: 20001059988) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს.
ი/მ შორენა ბერაიას საქმე
2025-07-03
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ შორენა ბერაიას (ს/ნ: 37001013047) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „კლინიკა ჰელსი და კომპანიას“ საქმე
2025-07-03
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის მიერ შპს „კლინიკა ჰელსი და კომპანიას“ (ს/ნ 405700905) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის - აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა.
საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლების ნებაზე ზემოქმედებას. კერძოდ, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომხმარებლებს აფორმებინებდნენ სესხის ხელშეკრულებებს მომსახურების ღირებულების გადახდის მიზნით, ისე რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია და ასევე თავისუფალი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოვაჭრე არასათანადოდ ზემოქმედებდა მომხმარებლის ნებაზე.
კანონმდებლობის შესაბამისად, არასათანადო ზემოქმედებად განიხილება ყველა ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებასთან ან მუქარასთან, თუმცა, ზღუდავს მომხმარებლის უნარს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ფ/პ თეონა ჩხიკვაძის საქმე
2025-07-03
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ თეონა ჩხიკვაძის (პ/ნ: 46001018019) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.