საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის დადასტურება
დარღვევის უარყოფა
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

ი/მ მაია კლდიაშვილის საქმე

2024-12-12

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ი/მ მაია კლდიაშვილის (პ/ნ 60001055395) მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართვლოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი“ www.mihouse.ge საქმე

2024-12-12

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება - მოვაჭრის მხრიდან გამოცხადებულ 90%-მდე ფასდაკლებას, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით - 1 კვირის პერიოდში. ინფორმაცია გავრცელდა როგორც მიჰაუსის Facebook გვერდზე, ასევე  სატელევიზიო ეთერის საშუალებით.

სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ფასდაკლების პერიოდში, კომპანიის ოპერატორთან ფასის და პროდუქციის საწყობში არსებობის დაზუსტების შემდგომ, მომხმარებელმა ვებ-გვერდის www.mihouse.ge საშუალებით, შეიძინა 4 ცალი გათბობის ქვაბი. თუმცა, ვებ-გვერდის ტექნიკური ხარვეზის, კერძოდ, პროდუქციაზე არასწორი ფასების მითითების არგუმენტით, კომპანიამ უარი განაცხადა შეკვეთის მიწოდებაზე. მოვაჭრე ხაზს უსვამს, რომ საიტზე მითითებული არასწორი ფასი არ უნდა ყოფილიყო აღქმული როგორც რეალური და შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლებოდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, უსამართლოდ მიიჩნევა და აკრძალულია საქონლის ან მომსახურების სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზება და შემდეგ მომხმარებლისთვის რეკლამირებული საქონლის ჩვენებაზე, შეკვეთის მიღებაზე ან მის გონივრულ ვადაში მიწოდებაზე უარის თქმა. ასეთ შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს  მოთხოვნა დაუკმაყოფილოს. GCCA-ის პოზიციით, მოვაჭრის ზემოაღნიშნული ქმედება მოვაჭრის განზრახვის მიუხედავად, არსებითად უსამართლოდ განიხილება, რადგან მისი შეცდომაში შემყვანი ხასიათი მომხმარებელთა ნდობასა და ბაზრის მთლიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა - მოვაჭრის მხრიდან   კანონით გათვალისწინებული უსამართლო კომერციული საქმიანობა და მოვაჭრეს 1 თვის ვადაში დაევალა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ფ/პ ვალენტინა დევრისაშვილის საქმე

2024-12-10

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ ვალენტინა დევრისაშვილის (პ/ნ 01019038354) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ფ/პ გიგა გიგაურის საქმე

2024-12-09

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ - ფ/პ გიგა გიგაურის (პ/ნ 43001023260) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ეიესბისის“ (www.ispace.ge) საქმე

2024-12-06

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს „ეიესბისის“ (www.ispace.ge) მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართვლოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, საქმის გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მიერ, კანონით გათვალისწინებული ინფორმირების ვალდებულებისა და კანონისმიერი საგარანტიო მომსახურების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.

დოკუმენტის ნახვა

შპს ,,ტექნომარკეტის“ საქმე

2024-12-06

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,ტექნომარკეტის“ (ს/ნ 400001298) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი . შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „სნიკერ სტუდიოს“ საქმე

2024-12-06

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სნიკერ სტუდიოს“ (402292498)  მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი . შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს და აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.

დოკუმენტის ნახვა

თამუნა მელაშვილის საქმე

2024-12-05

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამუნა მელაშვილის (პ/ნ 35001117123) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს და აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ ლუკა სულავას საქმე

2024-12-03

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ლუკა სულავას (პ/ნ 01008059549) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს და აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.

დოკუმენტის ნახვა

ფ/პ ლევან რევიშვილის საქმე

2024-11-29

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ ლევან რევიშვილის (პ/ნ: 60002010920) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა