საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის დადასტურება
დარღვევის უარყოფა
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

ი/მ „ჰემფთონს ენდ სოულსის“ საქმე

2024-10-22

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 18 ოქტომბერს ი/მ „ჰემფთონს ენდ სოულსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორება და მომხმარებლების სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენა. ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა.

დოკუმენტის ნახვა

შპს ოზჯან ფირიევს საქმე

2024-10-21

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საქმის შესწავლა მოვაჭრე  შპს - ოზჯან ფირიევს (პ/ნ 20001063081) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

დოკუმენტის ნახვა

შპს „კრისტალ მგ“ საქმე

2024-10-09

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 4 ოქტომბერს, მოვაჭრე შპს “კრისტალ მგ“-ს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე  საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორება და მომხმარებლების სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენა. ამასთან, კომპანიამ ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება განახორციელოს შემდეგი სახის ღონისძიებები - ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ, გარკვევით და სრულყოფილად მიაწოდოს კანონის მე-5 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია და განათავსოს როგორც ადგილზე, ასევე ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.crystaljewelry.ge

ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად, მოვაჭრეს განესაზღვრა 2 (ორი) თვის ვადა.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ რუსლან დიასამიძის საქმე

2024-10-08

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 4 ოქტომბერს, მოვაჭრე ი/მ რუსლან დიასამიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე  საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.

მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების გადასახადი.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ინექს გრუპის“ საქმე

2024-10-08

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 8 ოქტომბერს მოვაჭრე შპს „ინექს გრუპის“ (ს/ნ 400010572) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე  საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.

ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს განესაზღვრა 1  თვის ვადა.

დოკუმენტის ნახვა

შპს„“მეგასპორტის“ საქმე

2024-10-07

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საქმის შესწავლა მოვაჭრე შპს„“მეგასპორტის“ (ს/კ 205244216) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

დოკუმენტის ნახვა

სს „თითიელ აშშ ჯგუფის“ საქმე

2024-10-04

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 4 ოქტომბერს მოვაჭრე სს „თითიელ აშშ ჯგუფის“ (ს/ნ 205243048) მიერმომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებსაქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე  საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.

ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს განესაზღვრა 1  თვის ვადა.

დოკუმენტის ნახვა

შპს „საქმე.ჯის“ საქმე

2024-10-04

2024 წლის  3 ოქტომბერს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაასრულა საქმის შესწავლა შპს „საქმე.ჯის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ შპს „საქმე.ჯის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.

მოვაჭრემ აიღო ვალდებულება, რომ ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად და სრულად.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ბარამი ლოჯისტიკსის“ საქმე

2024-10-03

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 3 ოქტომბერს მოვაჭრე შპს „ბარამი ლოჯისტიკსის“ (ს/ნ 404383626) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე  საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.

ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს განესაზღვრა 1  თვის ვადა.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ ვლადიმირ რზიანკინის (ულა ქლაბი) საქმე

2024-10-02

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 23 სექტემბერს ი/მ ვლადიმირ რზიანკინის (პ/ნ 306278578) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორება და მომხმარებლების სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენა.

ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა.

დოკუმენტის ნახვა