საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
"საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის" საქმე
2023-04-11

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  - მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტი დაადგინა. ასევე, მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა დამატებით ექვსი მუნიციპალიტეტის (ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის) მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს და სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ, სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში უზრუნველყონ კონკურენციის პრინციპების დაცვა,

დოკუმენტის ნახვა
ტექნიკური ინსპექტირების საქმე II
2023-03-22

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ი/მ შოთა ლომინაშვილის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადასტურა. საკითხი ეხებოდა  სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. კერძოდ, დარღვევა შეეხებოდა აკრედიტაციისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დაწყებასა და განხორციელებაზე აკრედიტაციის ცენტრის წერილობით უარს, რომელიც არ ეფუძნებოდა მოქმედ კანონმდებლობას და იწვევდა მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის შეფერხებას.

დოკუმენტის ნახვა
"ჯიპიაი ჰოლდინგის" საქმე
2021-12-29

სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ საჩივრის საფუძველზე, შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დარღვევა არ დადასტურდა. საკითხი შეეხებოდა მოპასუხის მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულ პირობებს - გადამზღვეველი კომპანიის დასტურის მოთხოვნასთან დაკავშირებით და ტენდერის იმგვარად გამოცხადებას, სადაც ერთ ლოტად იყო გაერთიანებული სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ქონების, თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებები. კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტოს მიერ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გაიცა.

დოკუმენტის ნახვა
ტექნიკური ინსპექტირების საქმე
2019-07-18

ი/მ შოთა ლომინაშვილმა საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა განცხადება, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის შერჩევის პროცესის კონკურენციის კანონმდებლობასთან სავარაუდო შეუსაბამობის ფაქტს. მოკვლევის შედეგად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუდგინდა დარღვევა და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით მიეცა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები.

დოკუმენტის ნახვა
დაზღვევის საქმე N3 (საავანსო გარანტიები)
2018-08-07

სადაზღვევო კომპანია „უნისონმა“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების წარდგენის მოთხოვნაში. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პირობა ზღუდავდა სადაზღვევო კომპანიებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუდგინდა კანონის დარღვევა და დაევალა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის კანონმდებლობის დაცვა.

დოკუმენტის ნახვა
ბათუმის მერიის საქმე
2017-10-06

შპს „ლიბომ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, აღნიშნული ეხებოდა ქ. ბათუმში გარე სარეკლამო საქმიანობის ნებართვის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოკვლევის შედეგად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაუდგინა დარღვევა და დაევალა დარღვევის გამოსწორების მიზნით შესაბამისი ზომების გატარება.

დოკუმენტის ნახვა
დაზღვევის საქმე N2
2017-09-05

სადაზღვევო კომპანია „უნისონმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების წარდგენის მოთხოვნის გზით კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევასა და სადაზღვევო სექტორის შეზღუდვაში. მოკვლევის შედეგად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაუდგინდათ კანონის დარღვევა და დაევალათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის კანონმდებლობის დაცვა.

დოკუმენტის ნახვა
სასკოლო ავტობუსების საქმე
2017-06-23

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ბაზრის მოკვლევა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიებისათვის დაბრკოლებების შექმნაში. მოკვლევის შედეგად, სამინისტროს დაუდგინდა კანონის დარღვევა და უწყების მიმართ გაიცა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.

დოკუმენტის ნახვა
დაზღვევის საქმე N1
2016-12-28

სადაზღვევო კომპანია „უნისონმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“, შპს „საქართველოს ფოსტისა“ და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, გამოიხატებოდა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო შესყიდვებში დისკრიმინაციული სატენდერო პირობების დაწესებაში (გამოცდილება მოზიდული პრემიის ოდენობა). მოკვლევის შედეგად, სადავო პირობები მიჩნეულ იქნა კონკურენციის შემზღუდველად, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სუბიექტებს, მათ მიმართ არ დადგინდა კანონის დარღვევა.

დოკუმენტის ნახვა
ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის საქმე
2016-09-30

ა(ა)იპ „ალიანსმა პროგრესული ჯანდაცვისათვის“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა განცხადება სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა რეგულირების სააგენტოს მიერ სამედიცინო პრეპარატების ,,პარალელური იმპორტის“ (განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით იმპორტი) შეზღუდვაში. მოკვლევის შედეგად, რეგულირების სააგენტოს დაუდგინდა კანონის დარღვევა და დაევალა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება.

დოკუმენტის ნახვა