საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
"ალტას" და "მეტრომარტის" საქმე
2017-12-04

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება შპს „ალტასა“ და შპს „მეტრომარტს“ შორის განსახორციელებელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა შპს „ალტას“ მიერ შპს „მეტრომარტის“ 50% წილის შეძენას. სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა ელექტროსაქონლის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო საქონლისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების მომსახურებისა და რემონტის ბაზარები, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები და კონცენტრაციას დაქვემდებარებული კომპანიების წილები. სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა
"ცემენტ ინვესტ ბი.ვის" და "ჰაიდელბერგ ცემენტის" საქმე
2017-10-06

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ცემენტ ინვესტ ბი.ვისა“ და სვეტლანა ლამბრიანოვას, ასევე ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ჰაიდელბერგ ცემენტ სენტრალ იუროფ ისთ ჰოლდინგ ბი ვისთან“ და რობერტ ბეჟუაშვილთან დაგეგმილი კონცენტრაციის შეტყობინება. შესაბამისი ბაზრის შესწავლისა და კონცენტრაციის მოსალოდნელი ეფექტების შეფასების შემდეგ, სააგენტომ აღნიშნული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია და გასცა დადებითი დასკვნა.

დოკუმენტის ნახვა
"ჯიპისის" და "ეი-ბი-სი ფარმაციის" საქმე
2016-12-28

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სს „ჯიპისისა“ და სს „ეი-ბი-სი ფარმაციას“ შორის განსახორციელებელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა სს „ჯიპისის“ მიერ სს „ეი-ბი-სი ფარმაციის“ აქციათა 100%-ის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზრად განისაზღვრა ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის რეალიზაციის ბაზარი, შესწავლილ იქნა ბაზარზე მოქმედი კომპანიებისა და კონცენტრაციას დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტების წილები და ზოგადად, შესაბამის ბაზარზე არსებული ვითარება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა
"ჯანდაცვის ჯგუფის" და "ჯიპისის" საქმე
2016-04-28

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფსა“ და სს „ჯიპისის“ შორის განსახორციელებელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ სს „ჯიპისის“ აქციათა 100%-ის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზრებად განისაზღვრა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის რეალიზაციის და სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების ბაზარები. შესაბამის ბაზრებზე არსებული ვითარების შესწავლის შემდგომ, სააგენტომ დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
"ალტას" და "ევროტექნიკს ჯორჯიას" საქმე
2016-03-07

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება შპს „ალტასა“ და შპს „ევროტექნიკს ჯორჯიას“ შორის განსახორციელებელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა აღნიშნული კომპანიების მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას. სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზრებად განისაზღვრა კომპიუტერული და მობილური ელექტროტექნიკის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტროტექნიკის მონტაჟთან დაკავშირებული მომსახურების ბაზარები. სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა
"სამედიცინო კორპორაცია ევექსის" და "გნ კოს" საქმე
2015-07-28

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ შემოიტანა შეტყობინება კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა აღნიშნული კომპანიის მიერ ფიზიკური პირების - გიორგი ინგოროყვასა და ნინო დარახველიძისგან შპს „გნ კოს“ წილთა 50%-ის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზრებად განისაზღვრა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ბაზარები. ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლის შედეგად, სააგენტომ დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია, თუმცა კომპანიას განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით ყოველწლიური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულებაც დააკისრა.

დოკუმენტის ნახვა
"ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას" და "თბილცემენტ გრუპის" საქმე
2015-06-09

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიამ“ შემოიტანა შეტყობინება კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა აღნიშნული კომპანიის მიერ შპს „თბილცემენტ გრუპის“ სასაქონლო ბეტონის წარმოებასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებების (საოპერაციო აქტივების) შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზრად განისაზღვრა ბეტონის ბაზარი, შესწავლილ იქნა ამ ბაზარზე არსებული ვითარება, კომპანიების წილები და აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა