სააგენტომ შპს „დომუს დეველოპმენტის“ (ს/ნ 405547047) მიერ შპს „დომუს სისაიდის“ (ს/ნ 245618498) 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 300-მდე ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფი. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე უტოლდებოდა 588.7 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის შედეგად კი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი იზრდება მხოლოდ 2.23 პუნქტით 590.9 ერთეულამდე. ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციით გამოწვეული ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი - უმნიშვნელო.
სააგენტომ შპს „ჯეოტეკ დისტრიბუციის“ (ს/ნ 202453665) მიერ შპს „კოსმოსის“ (ს/ნ 405490703) 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“ და შპს „კოსმოსი“ ეკონომიკურ საქმიანობას სხვადასხვა, ერთმანეთთან არადაკავშირებულ ბაზარზე ახორციელებდნენ. მათი საბაზრო პოზიციების გათვალისწინებით კი სააგენტომ მიიჩნია, რომ განხორციელებული კონცენტრაცია ვერ იქნებოდა გავლენის მომხდენი შესაბამის ბაზრებზე და ამდენად, იგი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან.
GCCA-მ, სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზრის საცალო და დისტრიბუციის დონეზე, შპს „ბი ემ ესის“ მიერ შპს „ევროლაინის“ 67%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ 2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 7 000-ზე მეტი ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 690.98 ერთეულს. დისტრიბუციის დონეზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 85 კომპანია. კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=457. ამდენად, ბაზრის ორივე დონე დაბალკონცენტრირებულია, განსახორციელებელი კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
GCCA-მ, ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის სექტორში, შპს „გ.დ. ალკოს“ (ს/ნ 205047091) მიერ შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ (ს/ნ 400364654) 90%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ მაღალალკოჰოლური სასმელების ბაზარზე 2024 წელს მოქმედებდა 215 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 20 148 767.5 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 1275.48-ს. ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია და HHI მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ (1250) მაჩვენებელს. შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ საბაზრო წილი მცირეა, შესაბამისად, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელიც (ΔHHI = 1.04). სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2024 წელს შეადგინა 7 736 172 745.45 ლარი. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 547.2 ერთეულს. ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტის საბაზრო წილი - მცირე. შესაბამისად, განსახორციელებელი კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
სააგენტომ შპს „დეილის“ მიერ შპს „ალკორითეილ გრუპის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ალკოჰოლური სასმელების წარმოება/იმპორტის ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 240 კომპანია ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 952 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 957.2 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI=5.2. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
სააგენტომ შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ შპს „სამთოელის“, შპს „მაღაროელის“, შპს „მნ ფექთორის“, შპს „ჯმ-ემს“-ის, შპს „ჯმ-ტექნიკასერვისის“, შპს „ჯმ-კონსტრაქშენისა“ და შპს „ჭიათურის წყლის კომპანიის“ 100%-იანი წილების შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სამიზნე კომპანიები კონცენტრაციის განხორციელებამდე უკვე ერთიანდებოდნენ ერთ ჯგუფში და კონცენტრაციის შემდგომ კომპანიების ახლებური გადაჯგუფება არ მომხდარა, რასაც შეეძლო გამოეწვია კოორდინირებული და არაკოორდინირებული ეფექტების გაჩენის რისკი. ასევე, სამიზნე კომპანიები და მათზე კონროლის მომპოვებელი კომპანია საქმიანობენ აბსოლუტურად განსხვავებულ ბაზრებზე, რომელთაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, განსხვავებით კონცენტრაციამდე არსებული მდგომარეობისაგან. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
სააგენტომ დამოუკიდებელი ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარების პირობით შპს „ქართული ცემენტის“ მიერ შპს „ჯორჯიან ბეტონ კომპანი (ჯი ბი სი)“-ის აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ბეტონის წარმოების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 52 ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 1388.39 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 1754.16 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI=365.77. შესაბამისად, ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, თუმცა მისი ცვლილების მაჩვენებელი აღემატება დაშვებულ ნორმას. მხარეთა მიერ შემოთავაზებული მოდიფიკაციების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე პირველად მოდიფიკაციებში გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდგომ, სააგენტომ განსახილველი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიჩნევისათვის სათანადო ზომად მიიჩნია დამოუკიდებელი ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარება. აქედან გამომდინარე, განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად შესაბამისი გადაწყვეტილებითა დამოუკიდებელი ქცევითი ღონისძიებების შესრულების პირობით.
სააგენტომ დამოუკიდებელი ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარების პირობით შპს „ქართული ცემენტის“ მიერ შპს „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ცემენტის წარმოების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 52 ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 2932.2 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 3671.43 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI=739.23. შესაბამისად, ბაზარი მაღალკონცენტრირებულია და კონცენტრაციის შედეგად მისი ცვლილების მაჩვენებელი აღემატება დაშვებულ ნორმას. მხარეთა მიერ შემოთავაზებული მოდიფიკაციების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე პირველად მოდიფიკაციებში გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდგომ, სააგენტომ განსახილველი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიჩნევისათვის სათანადო ზომად მიიჩნია დამოუკიდებელი ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარება. აქედან გამომდინარე, განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად შესაბამისი გადაწყვეტილებითა და დამოუკიდებელი ქცევითი ღონისძიებების შესრულების პირობით.
სააგენტომ ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საქმე შეეხება ლევან ვარსიმაშვილის (პ/ნ 22001005466) მიერ შპს „მაქს იმპორტის“ (ს/ნ 405164174) 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას. 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 52 კომპანია ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, შესაბამისი ბაზარი მაღალკონცენტრირებულია - ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 2876.44 ერთეულს, თუმცა კონცენტრაციის შედეგად იგი გაიზრდება მხოლოდ 55.76 პუნქტით - 2932.2 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
სააგენტომ ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საქმე შეეხება გია ვარსიმაშვილის (პ/ნ 01011021953) მიერ შპს „მაქს იმპორტის“ (ს/ნ 405164174) 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას. 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 52 კომპანია ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, შესაბამისი ბაზარი მაღალკონცენტრირებულია - ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 2876.44 ერთეულს, თუმცა კონცენტრაციის შედეგად იგი გაიზრდება მხოლოდ 55.76 პუნქტით - 2932.2 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.