საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

მომხმარებლის უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტია და აღსრულების მექანიზმები - შეხვედრა მედიატორებთან

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმშია გაიმართა, რომელსაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და მედიატორთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.



ღონისძიებაზე მონაწილეებმა იმსჯელეს - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითად ვალდებულებებზე, კანონისმიერ გარანტიაზე, უსამართლო კომერციულ საქმიანობაზე და მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებზე. მათ შორის, მედიაციის როლსა და აღნიშნულ პროცესში ეფექტიან თანამშრომლობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, თანამშრომლობა აქტიურ სამუშაო რეჟიმში განხორციელდეს.


„მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, კანონქვემდებარე აქტის და აღსრულების მექანიზმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა - სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ლანა გელაშვილმა.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე მომხმარებელი უფლებამოსილია - კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ან შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს მიმართოს. მათ შორის,მომხმარებელს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, არბიტრაჟს ან მედიაციას.


20.12.2022
უკან დაბრუნება