საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

CADE-ს ორგანიზებით გამართულ ვებინარში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა

ბრაზილიის ეკონომიკური დაცვის ადმინისტრაციული საბჭოს (CADE) ორგანიზებით გამართულ ვებინარში "Lessons learnt in regulated sector" საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, რამაზ რაზმაძემ მიიღო მონაწილეობა.


ღონისძიება ICN-ის წევრი კონკურენციის სააგენტოებისათვის გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა იმ გადაწყვეტილებების ანალიზის გაზიარება, რომელიც სექტორულ რეგულირებაშია მოცემული და რომელიც ციფრულ ბაზარზე როგორც ცალმხრივი ქცევა შეიძლება იქნას გამოყენებული. მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონკურენციის კანონმდებლობას და დარგობრივ რეგულაციებს შორის ურთიერთმიმართება.


ღონისძიების მოდერატორი იყო - ვიქტორია ოლივეირა ფერნანდესი, კომისარი (CADE - ბრაზილია). სპიკერები: სერგიო სინოვასი (CNMC - ესპანეთი); რამაზ რაზმაძე,  (GCCA - საქართველო); არუტო კაგამი, (NGA - იაპონია); შამსი რზალი, ანტიმონოპოლიის კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (აზერბაიჯანი).

03.04.2024
უკან დაბრუნება