საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, 25 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
წელს KIU-ს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება. შესაბამისად, სააგენტოს წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს სააგენტოს საქმიანობის, დასაქმების და სტაჟირების შესახებ ინფორმაცია დეტალურად წარუდგინეს. ფორუმში მონაწილეობას 40-ზე მეტი ორგანიზაცია იღებდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებში მხარეები სტუდენტების კარიერული განვითარების მიზნით მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობენ.