ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ვენაში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები - სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე და შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები ნინო ჭიჭინაძე, ამათი ამაროვი და ანი ზურაბაული სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
სასწავლო-სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (EU Twinning) მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა-გაზიარება, პრიორიტეტების განსაზღვრა, შესაძლებლობებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და ა.შ.