საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის ეროვნული სააგენტო - „საქაერონავიგაციის“ მიერ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი არ დადასტურდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული საქმის მოკვლევა დაასრულა, რომელიც შეეხებოდა შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის - ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა სავარაუდო დარღვევას. კერძოდ, მომჩივანის განმარტებით, კონკურენციის შემზღუდველი ხასიათი ჰქონდა შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულ პირობებს - გადამზღვეველი კომპანიის დასტურის მოთხოვნასთან დაკავშირებით და ტენდერის იმგვარად გამოცხადებას, სადაც ერთ ლოტად იყო გაერთიანებული სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ქონების, თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებები. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმის მოკვლევის შედეგად, არ დადგინდა შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი. თუმცა, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მოპასუხეს მიეცა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. კერძოდ, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შპს „საქაერონავიგაციამ“ პერიოდულად განახორციელოს კვლევა სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ქონების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის შესყიდვის ერთ ლოტად გამოცხადების დადებითი და უარყოფითი ფაქტორების და ფასების შესახებ, რადგან დროთა განმავლობაში ბაზარი განიცდის ცვლილებას - ეს კი თავისთავად აისახება მომსახურებების ფასებზეც. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს 5 მოკვლევა დაასრულა, მათ შორის 3 არაკეთილსინდისიერი კონკურენკურენციის ფატზე, მათ შორის ორში დარღვევა დადასტურდა, 1 მოკვლევა შეთანხმებული ქმედების ფატზე, რომლის შედეგებით დაჯარიმდა 4 კომპანია და 1 ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფატზე, რომელიც არ დადასტურდა. მიმდინარე პერიოდში გაიცა თანხმობა 4 კონცენტრაციის შესახებ. გამოქვეყნდა ფარმაციის ბაზრის შუალედური ანგარიში და გაიცა 13 რეკომენდაცია ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. მიმდინარე რეჟიმში 2 მოკვლევა - საავტომობილო საწვავის და ფარმაციის ბაზრის შესახებ.

27.12.2021
უკან დაბრუნება