საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება „საქართველოს კაპიტალს“, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლას“ შორის განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ეკონომიკური აგენტები კონკურენტებს არ წარმოადგენენ და შესაბამისი ბაზრის სტრუქტურა არ იცვლება, შერწყმაში მონაწილე ეკონომიკური აგენტებისგან წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების, გაანალიზების შედეგად, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ - სს „საქართველოს კაპიტალის“, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“, და ა(ა)იპ „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია და დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
ეკონომიკურ აგენტთა წინასწარი შეტყობინება, კონცენტრაციის თაობაზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში 2019 წლის 4 ივნისს შემოვიდა.