საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შპს „გეოპროფის“ საქმე
2024-07-22

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გეოპროფის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს განესაზღვრა ვადა, რის შემდეგაც მან ხელახლა წარადგინა საჩივარი,  რომელიც ფორმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში კვლავ ხარვეზიანი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჩივრის ორჯერ დახარვეზების წესს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.

დოკუმენტის ნახვა
თხილის ბაზრის მონიტორინგი
2024-06-13

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში, თხილის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, GCCA-ის  გადაწყვეტილებით, შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა არ არსებობს. სააგენტომ ბაზრის შესწავლა 2022 წელს ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე დაიწყო. 

დოკუმენტის ნახვა
შპს „ლოლუ გრუპის“ საქმე
2024-05-03

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ლოლუ გრუპის“ საჩივარზე  დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „ნამი 8“-ის მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ საქმე
2024-05-01

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სექტორში მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) დარღვევა დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს დაეკისრა ჯარიმა 14 600 ლარზე მეტი ოდენობით. მოკვლევის ფარგლებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სანტრეიდის“ მიერ კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენება საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე მხარეს დაევალა მის მიერ განხოციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, საკუთარი პროდუქტის (საკვები სოდის) შეფუთვის იმგვარი ცვლილება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსება კონკურენტი კომპანიის გარეგნულ იერსახესთან და მომხმარებლის მხრიდან ამ ორი კომპანიის აღრევის რისკი.

დოკუმენტის ნახვა
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ და შპს „ზედაზენი 2012-ის“ საქმე
2024-03-25

სააგენტომ სს „ქართული ლუდის კომპანიას“ მიერ შპს „ზედაზენი 2012-ის“ 100%-იანი წილის შეძენით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2023 წელს, მოქმედებდა - 215 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა - 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი - 2 590. რაც შეეხება ლუდის ბაზარს ამავე წელს - ბაზარზე მოქმედებდა - 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა -  90 532 597 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის - HHI ინდექსი - 1888. სააგენტოს შეფასებით, არაალკოჰოლური სასმელების ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს (2250). ლუდის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, ხოლო სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარი დაბალკოცენტრირებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

დოკუმენტის ნახვა
უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის საქმე
2024-03-18

სააგენტომ უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კონცენტრაცია ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო და იმპორტის ბაზარს. ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა 1 397 855 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 383, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1 211. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=1 132, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსია HHI=1 163, ინდექსის ცვლილება ΔHHI=31. 2023 წელს, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი (HHI ინდექსი) შეადგენდა 1 167 ერთეულს, კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ, სამიზნე და მათთან დაკავშირებული კომპანიების მიერ 2023 წელს იმპორტირებული საწვავის რაოდენობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კონცენტრაციის ინდექსის ზრდა 18 ერთეულით - 1 185 ერთეულამდე. შესაბამისად, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას.

დოკუმენტის ნახვა
შპს „დენკ ფარმა კავკასიას“ საქმე
2024-03-18

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დენკ ფარმა კავკასიას“ საჩივარზე  დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, მის ნაცვლად სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სათანადო მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო აღნიშნული მოცემულობა ჯდებოდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის დისპოზიციაში. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.


 
დოკუმენტის ნახვა
ფ/პ გია კავთელიშვილის და შპს „შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საქმე
2024-03-07

სააგენტომ ფ/პ გია კავთელიშვილის მიერ შპს „შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 51%-იანი წილის შეძენით გზით განხორციელებული კონცენტრაცია დასაშვებად ცნო. კონცენტრაცია განხორციელდა უმაღლესი განათლების მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობის ბაზარზე. განსახილველ ბაზარზე მოქმედებს 62 აკრედიტირებული უნივერსიტეტი, მოქმედი სტუდენტების საერთო რაოდენობა - 157 885. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი შეადგენს 596,24 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი იზრდება 660.4 ერთეულამდე. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება (ΔHHI) შეადგენს 64.1 ერთეულს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია არ ახდენს არსებით გავლენას შესაბამის ბაზარზე და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.


 
დოკუმენტის ნახვა
ფ/პ კახა შენგელიას და შპს „შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საქმე
2024-03-07

სააგენტომ ფ/პ კახა შენგელიას მიერ შპს „შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 49%-იანი წილის შეძენით გზით განხორციელებული კონცენტრაცია დასაშვებად ცნო. კონცენტრაცია განხორციელდა უმაღლესი განათლების მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობის ბაზარზე. განსახილველ ბაზარზე მოქმედებს 62 აკრედიტირებული უნივერსიტეტი, მოქმედი სტუდენტების საერთო რაოდენობა - 157 885. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი შეადგენს 596,24 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი იზრდება 660.4 ერთეულამდე. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება (ΔHHI) შეადგენს 64.1 ერთეულს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია არ ახდენს არსებით გავლენას შესაბამის ბაზარზე და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.


 
დოკუმენტის ნახვა
,,მეტრომარტის“ საქმე
2024-03-04

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეტრომარტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ მიერ სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე. ამავე კომპანიის მიერ სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ და შპს ,,ეი ბი სი - ტელეკომ ჯის“ შორის სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობაზე.სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა