საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ანტიდემპინგი

ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის სავარაუდო დემპინგური იმპორტის შესწავლის დაწყების თაობაზე
04/06/2024

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის“ 2024 წლის 5 აპრილის განცხადების დასაშვებად ცნობისა და ანტიდემპინგური შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხება - ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, განცხადების მატერიალური დასაშვებობის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები დემპინგზე, ზიანსა და მიზეზობრივ კავშირზე ანტიდემპინგური შესწავლის დაწყებისთვის საკმარისია. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა - ირანსა და რუსეთის ფედერაციაში წარმოებული და საქართველოში იმპორტირებული ცხლად გლინვის შედეგად დაბალნახშირბადოვანი ფოლადისგან წარმოებული არმატურა და გლინულა.

დოკუმენტის ნახვა
აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური იმპორტის შესახებ გადაწყვეტილება
14/05/2024

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის - სს „თბილისის თამბაქოს“ განცხადების საფუძველზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წარმოებული თამბაქოს შემცველი ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური იმპორტის შესახებ მიმდინარე შესწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ განცხადების განუხილველად დატოვების მოთხოვნის საფუძველს, შესწავლის დაწყების შემდეგ, ბაზარზე არსებული ვითარებისა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს. სააგენტომ შესწავლის ობიექტად განსაზღვრა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წარმოებული და საქართველოში იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტები თამბაქოს შემცველობით.

დოკუმენტის ნახვა
"სასურსათო კვერცხის ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი"
16/01/2024
"სამშენებლო ცემენტის ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი“
09/01/2024
სომხეთიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ გადაწყვეტილება
20/09/2023

სომხეთიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ მიმდინარე შესწავლა საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ განცხადების გახმობის შემდეგ შეწყვიტა, რაც განმცხადებლის მითითებით, მის მიერ დასმულ პრობლემურ საკითხებთან მიმართებით ბაზარზე სწრაფი პროგრესით და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებით მყარდება. სააგენტომ ინფორმაცია დაამუშავა როგორც ადგილობრივი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნის წყაროებზე დაყრდნობით. შესწავლის მიმდინარეობის ეტაპზევე გამოიკვეთა დაინტერესებულ მხარეთა მაღალი ხარისხის ჩართულობა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. შესწავლის დაწყებას საფუძვლად დაედო სს თბილისის თამბაქოს 2023 წლის 15 მაისის განცხადების დასაშვებობის შემოწმებასთან დაკავშირებული კვლევის ანგარიში.

დოკუმენტის ნახვა
„სასუქების ადგილობრივი ინდუსტრიის ზოგადი შეფასება საქართველოში“
27/02/2023