საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის საქმე
2023-12-29

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯამურად მილიონ ექსვსასი ათას ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრა, როგორც მომჩივან (შპს „ელ.ბილეთები)“, ასევე მოპასუხე  მხარეებს  (შპს „თინეთი“ და და ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი „სადისტრიბუციო კომპანია“). მოკვლევის ფარგლებში, სს „თიბისი ბანკისა“ და TBC Bank Group PLC-ს მიმართ  კანონის მე-7 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. აგრეთვე, კანონის მე-6 მუხლის დარღვევა არ დადგინდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მიმართ.  გარდა ამისა,  კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით გაიცა სამი რეკომენდაცია შესაბამისი სუბიექტების მიმართ.

დოკუმენტის ნახვა
ფარმაცევტული ბაზრის საქმე
2023-12-29

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 4 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევა დაადგინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 53 მილიონ ლარამდე.


მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროვებული ინფორმაცია წარმოადგენდა.


 

დოკუმენტის ნახვა
ნავთობკომპანიების საქმე III
2023-08-17

2023 წლის 17 აგვისტოს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.  მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს მიერ გაიცა შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია.

დოკუმენტის ნახვა
,,დელტა დეველოპმენტ გრუპი“-ს საქმე (III)
2023-08-09

2022 წლის 5 დეკემბერს, სააგენტომ  შპს ,,დელტა დეველოპმენტ გრუპი“-ს საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა “კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფარგლებში დაასრულა, რომლის შედეგადაც დადასტურდა ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის „თბილისის ბიზნეს სახლისა“, შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“ და ბანგლადეშის მოქალაქე, ინდივიდუალური მეწარმე სუმა მიას მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. სააგენტოს მიერ დადგენილი ვალდებულება კანონდარღვევის აღმოფხვრის შესახებ არ შესრულდა. შესაბამისად, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება  - ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის „თბილისის ბიზნეს სახლისა“ და ი/მ სუმა მიასთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე.

დოკუმენტის ნახვა
"დელტა დეველოპმენტ გრუპის" საქმე
2022-12-08

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. მოკვლევის შედეგად დადასტურდა ორი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის და ერთ-ერთი მთარგმნელ-თარჯიმნის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალათ კანონდარღვევის აღმოფხვრა.

დოკუმენტის ნახვა
„ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის“ საქმე
2021-03-15

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული მოკვლევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა. მოკვლევის ფარგლებში დადასტურდა  - მოპასუხე ეკონომიკური აგენტების, შპს „Aladashvili&co-ს“, შპს „ნილის“, შპს „თარი 08-ს“ და შპს „ელფის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, სააგენტოს პოზიციით - ადგილი ჰქონდა, უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის გადანაწილებას. ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია.

დოკუმენტის ნახვა
„სიტროენ ჯორჯიას“ საქმე
2018-07-06

შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტოსის“ და სს „ფრანს ავტოს“ შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის თაობაზე. მომჩივანის პოზიციით, დარღვევა გამოიხატებოდა კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში ურთიერთშეთანხმებული პირობებით მონაწილეობაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა დასახელებულ კომპანიებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა
ნავთობკომპანიების საქმე II
2018-05-10

საქართველოს სასამართლოების დავალების შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო საქართველოს ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის ხელახალი მოკვლევა. მოკვლევის შედეგად, ქვეყანაში მოქმედ 5 ყველაზე მსხვილ ნავთობკომპანიას დაუდგინდა დარღვევა, რაც გამოიხატებოდა ბაზრის გადანაწილებაში. ასევე, ხელახლა დადგინდა ცალკეული კომპანიის მიერ გაფორმებული ქველიცენზიისა და პარტნიორობის ხელშეკრულებაში ფასების ფიქსაციის ფაქტი. კომპანიებს ჯამში დაეკისრათ 3 მილიონ ლარამდე ჯარიმა, რომელიც გადახდილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

დოკუმენტის ნახვა
სასკოლო ავტობუსების საქმე
2017-06-23

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინციატივით დაიწყო მოკვლევა - საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ტენდერში მონაწილე კომპანიებს (შპს „ვი-ქომი“, შპს „ნიში“, შპს „თაიმსერვისი“ და შპს „მაიჯიპიესი“) შორის შეთანხმებული პირობების არსებობის სავარაუდო ფაქტზე. მოკვლევის შედეგად, არ დადგინდა ამ კომპანიების მიერ ტენდერში შეთანხმებული პირობებით მონაწილეობის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა
"გლობალაგროს" საქმე II
2016-01-25

კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგროს“ წევრების საბაზრო ქცევის შესაფასებლად. მოკვლევის საგანს წარმოადგენდა - ჰქონდა თუ არა ადგილი ასოციაციის წევრებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „გლობალაგროს“ წევრების მხრიდან კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა