საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგი მოიცავს  - კონკურენციის ჭრილში, საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ზოგადი ვითარების შესწავლას. მათ შორის, შესაბამის ბაზარზე - მოქმედი ძირითადი ფაქტორების, არსებული ბარიერების ანალიზსა და კონკურენტული გარემოს შეფასებას.


ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგი, სააგენტომ ფერმერთა მიერ პროდუქციის რეალიზაციის სირთულეების და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, 2023 წლის 30 ივნისს დაიწყო. სააგენტოს შუალედური შეფასებით, 2020-2023 წლებში 50-მდე კომპანია ახორციელებდა საქართველოდან მოცვის ექსპორტს. ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (საერთო ექსპორტის 90%-ზე მეტი). 2020-2022 წლებში, ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტირებულია, ხოლო 2023 წელს ინდექსი იზრდება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ნიშნულამდე.


ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა მზარდია, კერძოდ, 2020 წელს ექსპორტის საერთო მოცულობამ შეადგინა 654.9 ტონა, ხოლო 2023 წელს ფიქსირდება 500%-იანი ზრდა - 3412.8 ტონა. რაოდენობრივ მაჩვენებელთან ერთად გაზრდილია ექსპორტირებული ლურჯი მოცვის საერთო ღირებულებაც, კერძოდ, 2020 წელს განხორციელდა 11.3 მილიონი ლარის ღირებულების ლურჯი მოცვის ექსპორტი, 2021 წელს 17.5 მილიონი ლარის, 2022 წელს 23.8 მილიონი ლარის, ხოლო 2023 წელს ექსპორტის საერთო ღირებულებამ 53.9 მილიონი ლარი შეადგინა (ზრდა 475%).


5 მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე, შესასწავლ პერიოდში, მერყეობს 43%-დან 65%-მდე. ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.


სააგენტო  ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს, რომლის საბოლოო ანგარიშის მომზადება 2024 წელს იგეგმება.


2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 2 მონიტორინგი - საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი, გაიცა 6 რეკომენდაცია და თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია 4 ბაზრის შესწავლის პროცესი - თამბაქოს, საავტომობილო საწვავის, ლურჯი მოცვის და თხილის ბაზრის მონიტორინგები.

27.02.2024
უკან დაბრუნება