საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრებს შეხვდნენ

ბიზნეს სექტორის ხელშეწყობის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე, შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, იქომერს ასოციაცია საქართველოს (eCOMMERCE ASSOCIATION GEORGIA) წევრ კომპანიებს შეხვდა.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ელექტრონული კომერციის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა, ელექტრონული კომერციის ბიზნეს მოდელების ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.


„არსებული რეალობა მოწმობს, რომ მომხმარებლისთვის ონლაინ ვაჭრობა დღეს ბევრად მოსახერხებელია და შესაბამისად, ელექტრონული კომერციის წილი იზრდება. თუმცა, მომხმარებლების მომართვიანობის ანალიზიდან გამომდინარე, რიგი გამოწვევები იკვეთება და მათზე ეფექტიანად რეაგირება მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ბიზნეს - სამომხმარებლო ურთიერთობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება და მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების დეტალური ანალიზი, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლებში გაზრდის დაცულობის შეგრძნებას და მოვაჭრისადმი ნდობის ხარისხს“, - განაცხადა შეხვედრაზე სერგო სანიკიძემ.


შეხვედრა დიალოგის და კითხვა/პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კომპანიები  - „დელივო“, „ავერსი“, „TNET“, „Be.ge“, „Onoff.ge“, „მონრემი“, „Extra.ge“, „Devspace“, „Boxette“, „iMart.ge“.


“ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა. კანონის ძირითადი მიზანია  ელექტრონული კომერციის პროცესში სავაჭრო პლატფორმის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, შუალედური მომსახურების მიმწოდებელთა(სავაჭრო პლატფორმა) უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და ა.შ.


 

01.04.2024
უკან დაბრუნება