საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის და TWINNING-ის პროექტის ორგანიზებით, სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ორგანიზებით, სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი გაზრდილი მანდატის და ახალი ფუნქციების დამატების შემდეგ  უწყების საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება იყო.


შეხვედრა გახსნა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და Twinning-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ.


ირაკლი ლექვინაძემ სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ბოლო პერიოდში განხორციელებული შედეგები, რეფორმები, არსებული გამოწვევები და 2024 წლის სამოქმედო გეგმა და სამომავლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  აქტივობები დეტალურად განიხილა. ლიეტუვის კონკურენციის უწყების, კონკურენციის პოლიტიკის ჯგუფის უფროსმა, პაველ იაკუნსკიმ სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ლიეტუვის კონკურენციის ორგანოს შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მექანიზმებზე იმსჯელა. დღის წესრიგის თანახმად, სააგენტოს თანამშრომლებმა, შესაბამისი დეპარტამენტების მიხედვით ანგარიშები წარმოადგინეს.


ამ დროისთვის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. „ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონს და ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს კანონს.

16.02.2024
უკან დაბრუნება