საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

1tv.ge: ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი

"ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით და პროცედურული სამართლიანობის წესების უზრუნველსაყოფად, კონკურენციის სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას. საქართველოს კონკურენციის სააგენტო, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა და ამუშავებს კომერციულად სენსიტიურ ინფორმაციას. კონკურენციის-სამართლებრივი წარმოება წარმოადგენს პროცესს, სადაც ხდება ბაზრის სტრუქტურის დეტალური ანალიზი, ეკონომიკური აგენტების წილების განსაზღვრა, მათი დანახარჯების იდენტიფიცირება და ა.შ. ასევე, გასათვალისწინებელია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატები, რომელიც სამართლებრივად რისკის მატარებელია. მხარეებისგან, დაინტერესებული პირებისგან, მომართვის თუ შეხვედრების დროს ხშირად ისმება შეკითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. კონფიდენციალური პოლიტიკის დაცვა, კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, ყველა მხარისათვის მნიშვნელოვანია და მომზადებული გზამკვლევი დოკუმენტის მიზანია - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს“ - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე. [ვრცლად](https://1tv.ge/news/irakli-leqvinadze-konkurenciis-saagentostvis-miwodebuli-informaciis-konfidencialuroba-sakanonmdeblo-doneze-da-maghali-standartit-aris-uzrunvelyofili/)

07.08.2020
უკან დაბრუნება