საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

შპს „ოცნების სამყაროს" საქმე

2022 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქე ლაშა გაბუნიას განცხადების საფუძველზე წარმოებული საქმის შესწავლა „ოცნების სამყაროს“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.



საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებულ პირობითი ვალდებულებები და ჩათვალა, რომ შპს „ოცნების სამყაროს“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.


მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - შეცვალოს საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. შესაბამისად, სააგენტომ მოვაჭრესთან შეთანხმება გააფორმა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ და საქმის შესწავლა კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულა.


30.12.2022
უკან დაბრუნება