საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს „სოლვეის“ მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2018 წლის 4 ივნისს წარმოდგენილი შპს „დაზგას“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა. მოკვლევის ფარგლებში, დადგინდა - შპს „სოლვეის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შპს „სოლვეის“ 1 თვის ვადა განესაზღვრა.

22.10.2018
უკან დაბრუნება