საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

,,რუსთავის ავტობაზრობის“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე სააგენტომ საქმის მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ავტოიმპორტიორთა საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“  მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა დაიწყო. 


საკითხი ეხება -  ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის დადგენას. შესაბამისად, მომჩივანი მხარეები ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ითხოვენ სააგენტოსგან კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის ფაქტის გამოკვლევას.


სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 14 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე  შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა. 


2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა, 2 საქმესთან დაკავშირებით განმეორებით გაიცა საჯარიმო საქნცია და 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ ეტაპზე, სააგენტო 5 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს. 

20.11.2023
უკან დაბრუნება