საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძე ალბანეთში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, 23-24 ნოემბერს, ქალაქ ტირანაში, ალბანეთის კონკურენციის უწყების თავმჯდომარის, დენარ ბიბას მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. 


ირაკლი ლექვინაძემ პარალელურ სესიაზე - საერთაშორისო თანამშრომლობა და ევროინტეგრაცია, რომელშიც საბერძნეთის, სომხეთის და უნგრეთის კონკურენციის უწყებების პირველი პირები მონაწილეობდნენ, დეტალურად ისაუბრა საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე,  მიმდინარე და დასრულებულ ქეისებზე. 


„2014 წელს, მას შემდეგ რაც საქართველომ ევროასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, შეიქმნა საქართველოს კონკურენციის სააგენტო. 2020 წელს, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოექცა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა. 2021 წლიდან, დაგვემატა ანტიდემპინგის რეგულირების ფუნქცია, 2022 წლიდან კი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულება. გატარებული რეფორმების პარალელურად, ჩვენმა უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სხვადასხვა სექტორებს შეეხებოდა”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.


კონფერენციაში მონაწილებდნენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, OECD-ის და UNCTAD-ის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო  - სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით, კონკურენციის პოლიტიკის მართვის მეთოდები, შედეგები, გამოწვევები, ადვოკატირების მექანიზმები, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და ა.შ.


 

27.11.2023
უკან დაბრუნება