საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ძირითადი ნაწილი ძალაში 4 ნოემბრიდან შედის

• საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. შესაბამისად, უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით იმოქმედებენ. მარეგულირებელ ორგანოებს რჩებათ საკუთარ სექტორებში კონკურენციის აღსრულების ვალდებულება და შეისწავლიან საკითხებს, რომლებიც ეხება მხოლოდ რეგულირებად სუბიექტებს. სხვა ყველა შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო არის კონკურენციის სააგენტო.

• დაწესდა სანქცია კანონის მე-11 ტერცია მუხლით გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევებზე - ჯარიმის მოცულობა ბრუნვის 1%-მდე ოდენობით.

• საქმის მოკვლევის, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის და მონიტორინგის პროცესში, ეკონომიკური აგენტების მხრიდან სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდება სავალდებულოა. წესის დარღვევის შემთხვევაში, ეკონომიკური აგენტი დაჯარიმება - ფიზიკური პირი 1000 ლარით, იურიდიული პირი 3 000 ლარით.

• ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შემთხვევაში სასამართლო არ მოახდენს მათ წინასწარ ინფორმირებას. მიდგომა აპრობირებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და მოულოდნელი ადგილზე შემოწმება კარტელების გამოძიების მთავარი ბერკეტია.

• დადგინდა კონცენტრაციების კონტროლის ორფაზიანი სისტემა. სააგენტო 25 კალენდარული დღის ვადაში აფასებს - კონცენტრაცია თავსებადია თუ არა კონკურენტულ გარემოსთან. საკითხის დამატებითი შესწავლის შემთხვევაში - ხანგრძლივობა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში - განისაზღვრება ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-ის მოცულობით.
• დაწესდა კონცენტრაციის შეტყობინების განხილვის საფასური - 5000 ლარის ოდენობით.

• ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების სრულყოფილად შესწავლის საჭიროებიდან გამომდინარე - მოკვლევის მაქსიმალური ვადა, 10 თვის ნაცვლად, განისაზღვრა 18 თვით.

• სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია მისცეს, რომელიც წარმოდგენს ეფექტურ ღონისძიებას და ემსახურება კანონდარღვევის პრევენციას.

• ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობით გამცემი ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ თებერვლამდე სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდოს.

• შეიცვალა უწყების სახელწოდება და მას ეწოდება - საქართველოს კონურენციის ეროვნული სააგენტო.
03.11.2020
უკან დაბრუნება