საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ლოლუ გრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ლოლუ გრუპის“ საჩივარზე  დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „ნამი 8“-ის მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.


საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.


ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 3 მოკვლევის საქმე. 2024 წელს, სააგენტომ 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

13.05.2024
უკან დაბრუნება