საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

imedinews.ge: აურელიო ლა ტორე - ცვლილებები, რომელიც ეხება კონკურენციის შესახებ კანონს, საქართველოს სამართლებრივ სისტემას აახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან

4 ნოემბრიდან, კონკურენციის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საერთაშორისო ექსპერტები ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მესიჯი, რომელსაც ეს საკანონმდებლო ცვლილებები ქართულ კომპანიებს, საწარმოებს და მომხმარებლებს უგზავნის არის ის, რომ საქართველო ზრუნავს ჰქონდეს სამართლიანი წესები, რომლებიც უზრუნველყოფენ ისეთი ფაქტების შემცირებას, როგორიც არის, მაგალითად, ზოგიერთი კომპანიის დომინანტური პოზიცია, რამაც შესაძლოა მცირე კომპანიების დაჩაგვრა გამოიწვიოს.

„ასევე ეს ცვლილებები თავიდან აიცილებს სიტუაციას, როდესაც კომპანიები თანხმდებიან და აწესებენ ფიქსირებულ ფასს მაღალ დონეზე და ამ გზით აზარალებენ მომხმარებელს. არსებული კანონი საქართველოს სამართლებრივ სისტემას აახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან. მას შეუძლია საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უფრო მიმზიდველი გახადოს.“ - აღნიშნავს, ევროპელი ექსპერტი, ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე.

აქვე გეტყვით, რომ ამ დრომდე, არსებული კანონი შეიცავდა არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაზეც მუშაობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ახალი ცვლილებების შემდეგ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა გახდება უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. რაც, შეეხება კონკურენციის ინსტიტუციონალური მიმართულებით ცვლილებებს, კონკურენციის საბჭოს ამოქმედება ცოტა მოგვიანებით განისაზღვრა.

2020 წელს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულდა 5 ბაზრის მონიტორინგი და 3 მოკვლევის პროცესი, საიდანაც 1-ში დადგინდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, 2-ში კი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, გაიცა 1 თანხმობა კომპანიების კონცენტრაციის შესახებ. ამ დროისათვის მიმდინარეობს 3 საქმეზე მოკვლევა და 3 ბაზრის მონიტორინგი.

[ვრცლად](https://imedinews.ge/ge/ekonomika/177866/evropeli-eqsperti-aurelio-la-tore-tsvlilebebi-romelits-ekheba-konkurentsiis-shesakheb-kanons-saqartvelos-samartlebriv-sistemas-aakhloebs-saertashoriso-standartebtan)
21.12.2020
უკან დაბრუნება